logo_geo
მობილური ტელეფონის ეკრანზე კორონავირუსი 4 დღის განმავლობაში ცოცხლობს
- +

5 მარტი. 2020. 14:36

 

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, მობილური ტელეფონის ეკრანზე კორონავირუსი 4 დღის განმავლობაში ცოცხლობს, შესაბამისად, მისი გავრცელება დაინფიცირებულ ადამიანთან უშუალო კონტაქტის გარეშეცაა შესაძლებელი.

 

ტენესის უნივერსიტეტის იმუნოლოგის, რუდრა ჩანაპანავარას განცხადებით, შუშის ზედაპირზე კორონავირუსი 96 საათი ცოცხლობს, სმარტფონების ეკრანები კი სწორედ შუშისგანაა დამზადებული.

 

იმუნოლოგის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მობილური ტელეფონის ეკრანი სპეციალური ხელსახოცით უნდა გაიწმინდოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი