logo_geo
მარიამს, რომელიც მძიმედაა ავად, თბილისში ბინა აჩუქეს
- +

6 მარტი. 2020. 20:51

 

22 წლის მარიამ ოთანაძეს, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს, თბილისში 50 კვ.მ-ის ფართის ბინა აჩუქეს. ის ტელეკომპანია მთავარის ეთერში საკუთარ ტრაგედიაზე საუბროდა, რა დროსაც ერთ-ერთმა კომპანიამ, რომლის ხელმძღვანელობამაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გადაცემის მსვლელობის დროს დარეკა და ეს ინფორმაცია გააჟღერა.

 

 

შეგახსენებთ, მარიამ ოთანაძეს თირკმლების ქრონიკული დაავადება მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა.

 

 

ოთანაძეების ოჯახს ცოტა ხნის წინ მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონას მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მარიამი ამბობს, რომ მამამ ეს უსახსრობის გამო გააკეთა, რადგან შვილს ვერაფრით ეხმარებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი