logo_geo
“აქ უკვე ბავშვსაც დაუდასტურდა ვირუსი და სკოლებში ისევ გვაიძულებენ შვილები ვატაროთ…” – ინგლისში მცხოვრები ქართველი დედის ემოციური პოსტი
- +

6 მარტი. 2020. 23:40

 

 

ინგლისში მცხოვრები ქართველი პიანისტი, სამი შვილის დედა ქეით ვარდი, სოციალურ ქსელში, ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას ეხმაურება  და პარალელებს ავლებს ქართულ სიტუაციაზე:

 

 

ინგლისში უკვე ათეულობით შემთხვევებია დაფიქსირებული გაურკვეველი წყაროდან დაინფიცირების. ნამდვილად დიდი საშიშროებაა ეპიდემიის.

 

 

აი, იმ ადამიანების გასაგონად ვწერ, ვინც ყოველთვის აძაგებს ჩვენს საქართველოს – ნამდვილად სამაგალითოდ მუშაობენ ქართველები და ერთი გაურკვეველი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა!

 

 

აქ უკვე ბავშვსაც დაუდსტურდა ვისური და სკოლებში ისევ გვაიძულებენ შვილები ვატაროთ…“ - წერს ქეით ვარდი.

 

 

ქეთის  სკოლის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ მოსწავლეებს ხშირად აბანინებენ ხელს, ამიტომ მშვიდად უნდა იყოს. მისი თქმით, სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლე ჯარიმდება, სწორედ ამიტომ, სანამ ვირუსი სკოლაში არ დაფიქსირდება სასწავლო პროცესი არ შეწყდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი