logo_geo
ამერიკელი ქალი 2 წელი უვლიდა ყვავილს, რომელიც ხელოვნური აღმოჩნდა
- +

7 მარტი. 2020. 02:10

 

 

ამერიკელი ქალი ხელოვნურ მცენარეს 2 წლის განმავლობაში რწყავდა. ამის შესახებ Vice წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიის მკვიდრ კეილი უილკს მცენარე ეხევერია - იგივე ქვის ვარდი, ქოთნით აჩუქეს. ის მას გულმოდგინედ უვლიდა: ფანჯრის რაფაზე ედგა და განრიგის მიხედვით რწყავდა. ქალი მცენარეზე ზრუნვის უფლებას არავის აძლევდა და მისი სილამაზით ამაყობდა.

 

 

2 წლის შემდეგ კი უილკსმა ეხევერიის გადარგვა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ მიწის თხელი ფენის ქოთანში პენოპლასტი იდო, მცენარე კი ხელოვნური იყო. უილკსმა ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა, ისტორია კი ამერიკულმა გამოცემებმა აიტაცეს.

 

 

„თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორი წელი სიცრუეში ვცხოვრობდი“, - განაცხადა ქალმა.

 

 

პუბლიკაციების შემდეგ მას ათობით ცოცხალი მცენარე აჩუქეს, მაგრამ ამის მიუხედავად უილკისი ეხევერიას მორწყვის შეწყვეტას არ აპირებს.

 

 

 „ამ მცენარეს 2 წელი ვუვლიდი, ახლა რატომ უნდა გავჩერდე?“, - ამბობს ქალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი