logo_geo
გერმანიაში შესაძლოა ვლადიმერ ლენინის ძეგლი დაიდგას
- +

7 მარტი. 2020. 02:01

 

 

გერმანიაში შესაძლოა ვლადიმერ ლენინის ძეგლი გაჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

 

 

6 მარტს ქალაქ გელზენკირხენის სასამართლომ გააუქმა დადგენილება ლენინის ძეგლის დადგმის აკრძალვის შესახებ, რომელიც ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო.

 

 

ძეგლის დადგმას რადიკალური მემარცხენე პარტია „გერმანიის მარქსისტურ-ლენინისტური პარტია“ აპირებს. ლენინის ძეგლის საზეიმო გახსნის ცერემონია 14 მარტისაა დაგეგმილი.

 

 

ქალაქის ხელისუფლება ლენინის ძეგლის დადგმას იმ მოტივით ეწინააღმდეგებოდა, რომ ძეგლის დადგმა იგეგმებოდა ისტორიული შენობის წინ, რომელსაც არქიტექტურის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა. გელზენკირხენის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

 

თავის მხრივ, „გერმანიის მარქსისტურ-ლენინისტურ პარტიაში“ კი მომხდარს ლენინის ახალი დიადი გამარჯვება უწოდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი