logo_geo
„GeoSafety“ სამუშაო გარემოში დეზინფექციის სამუშაოების ჩატარებას იწყებს
- +

7 მარტი. 2020. 10:37

 

შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „GeoSafety“ უახლოეს დღეებში 30-მდე საოფისე, საბანკო და სასტუმრო დაწესებულებას დეზინფექციის სამუშაოებს ჩაუტარებს.

 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, „GeoSafety“ იწყებს სამუშაო სივრცეებისთვის სადეზინფექციო მომსახურებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა შეუფერხებელ მუშაობას და ვირუსის გავრცელების პრევენციას. სადეზინფექციო ხსნარი არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორებს და არის თვითაორთქლებადი, რაც დეზინფექციის პროცესს ხდის მომხმარებელზე მორგებულს და დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, გააგრძელოს ფუნქციონირება შეფერხების გარეშე. პრემიუმ ხარისხის ხსნარი კლავს 99.99% ბაქტერიებს ყველაზე ძლიერი - ტუბერკულოზის ჩხირის ჩათვლით. მომსახურების გაწევა შესაძლებელია მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.

 

„GeoSafety“ არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 250-ზე მეტ კომპანიას და მის საკუთრებაში მყოფ 3000-მდე ობიექტს უწევს ინსპექტირებას, რაც მთლიანობაში 25 000 -ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას მოიცავს. 

 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 9 შემთხვევა. ახალი ვირუსის სიმპტომები ვლინდება 2-იდან 14 დღეში. ვირუსი ვრცელდება: ჰაერ-წვეთოვანი გზით - ხველებითა და ცემინებით, თვალზე, ცხვირზე და პირზე ხელის შეხებით, დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით და იშვიათ შემთხვევებში ფეკალიებთან კონტაქტით. ვირუსის სიმპტომებია: ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მძიმე დაავადება. პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია გარემოს პერიოდული დეზინფექცია, ხელის დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტით დეზინფექცია. მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობის შეზღუდვით, ცემინებისას და ხველებისას ერთჯერადი ცხვირსახოცისა და იდაყვის აფარებით.

 

 

big_banner
არქივი