logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსისგან 60 000-მდე ადამიანი უკვე განიკურნა
- +

8 მარტი. 2020. 13:04

 

 

გლობალური ვირუსი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის სახელწოდებით იანვრიდან გავრცელდა, უკვე 60 000-მდე ადამიანმა დაამარცხა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს. სტატისტიკაში, რომელიც ამავე უნივერსიტეტმა გაავრცელა, დეტალურად არის აღწერილი, თუ რომელ ქვეყანაში რამდენი ადამიანია ინფიცირებული და რამდენმა დაძლია კორონავირუსი.

 

სტატისტიკის განახლება საათში ერთხელ ხდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსით მსოფლიოში 106 000 ადამიანია ინფიცირებული და აქედან უმეტესი ნაწილი (81 ათასი) ჩინეთის მოსახლეობაა. შემდეგი ქვეყანაა სამხრეთ კორეა, სადაც 7041 ადამიანია ინფიცირებული. იტალიაში დაახლოებით, 6 ათასი ადამიანია დაინფიცირებული და ამავე რაოდენობის მოსახლეობაა კორონავირუსით დაავადებული ირანშიც.

 

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის მეცამეტე შემთხვევა 7 მარტს დაფიქსირდა.

 

კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 9 ირანსა და იტალიაში მყოფი პირია, ხოლო ოთხი - იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქესთან კონტაქტში მყოფი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი