logo_geo
დავით ლილუაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა კონსენსუსის მისაღწევად
- +

8 მარტი. 2020. 17:02

 

 

„არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს. ამის შესახებ დავით ლილუაშვილი განცხადებას ავრცელებს.

 

„მივესალმებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით არჩევნები ჩატარდება პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული (120/30-ზე) საარჩევნო მოდელით, პროპორციულ ნაწილში 1 %-ანი ბარიერითა და საუკეთესო შედეგის მქონე პარტიისთვის ჩამკეტი მექანიზმით.

 

ვფიქრობთ, „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა კონსენსუსის მისაღწევად და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, რაც ნამდვილად იმსახურებს დადებით შეფასებას“, - აცხადებს დავით ლილუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი