logo_geo
კორონავირუსის მეცამეტე შემთხვევის ისტორია
- +

8 მარტი. 2020. 19:28

 

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კორონავირუსის მეცამეტე შემთხვევა, რომელიც დადასტურა, თბილისში მოხდა და პაციენტს ვირუსი იტალიიდან ჩამოსულმა მოქალაქემ გადასდო.

 

 

თუმცა, სპეციალისტების განმარტებით, ეს შიდაგადადება არ არის. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მეცამეტე ინფიცირებული სხვას გადასდებს, ეს იქნება შიდაგადადების შემთხვევა.

 

 

„ჩვენ მაშინ უნდა შეგვეშინდეს ქვეყანაში, როდესაც პირველი გადაცემიდან იქნება მეორე გადაცემა ამ გადაცემიდან მეორე და მესამეს მერე პრაქტიკულად, სიტუაცია ხდება უმართავი.

 

 

ჩვენთვის დღეს მთავარია პირველიდან მეორე გადაცემები მაქსიმალურად შევაკავოთ, რომ არ მოხდეს მეორედან მესამეზე გადაცემა. ეს არის ჩვენი ამოცანა, მაქსიმალურად შევძლოთ და ქვეყანაში გავაჩეროთ. არ დაგვემართოს ისე, როგორც დიდ ქვეყნებს დაემართათ - როცა ავად მყოფი ადამიანები იპოვეს და ვერ დაადგინეს მათი კონტაქტი ჩამოსულთან. ამ დროს რაიმეს გაკონტროლება და გაჩერება ძალიან საშიშია“, - ამბობს იმნაძე.

 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო კარანტინში 140 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 42.

 

 

 

 

big_banner
არქივი