logo_geo
როგორია ამირან გამყრელიძის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
- +

8 მარტი. 2020. 22:43

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქვს მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურა 37. 3. სხვა გადახრები მას არ აღენიშნება. ის თავად მოვიდა აქ, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება გამოიჩინა, ასე უნდა იქცეოდეს ყველა, - განაცხადა ცერცვაძემ

 

 

შეგახსენებთ, გუშინ „პრაიმტაიმს“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ გამყრელიძეს „ევექსის“ სამედიცინო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი, თვითიზოლაციაში იმყოფება. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურეს.

 

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოს, კორონავირუსით ინფიცირებული 13 ადამიანია. კარანტინში 141, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 69.

 

 

 

 

big_banner
არქივი