logo_geo
ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე არ შემოუშვეს
- +

9 მარტი. 2020. 13:49

 

 

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე საქართველოში არ შემოუშვეს. მათ შორის იყვნენ მაღალი ტემპერატურის მქონე და ბოლო დროს რისკ-ქვეყნებში ნამყოფი მოქალაქეები, სადაც ვირუსია გავრცელებული. ასევე არ შემოუშვეს ახალი პასპორტის მქონე პირები, რომლებიც სავარაუდოდ, სამოგზაურო ისტორიას მალავენ.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილებაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანს საზღვრის კვეთისას დაუფიქსირდა ტემპერატურა, ექვსს - ახალი პასპორტი, დანარჩენებს კი - რისკ-ქვეყნებში მოგზაურობა, რის გამოც უკან გააბრუნეს. თუმცა, არც ერთ მათგანს შემოწმების დროს COVID 19-ის დამახასიათებელი სხვა სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის თქმით, ზოგადად რეგიონში ვითარება სტაბილურია.

 

მისივე თქმით, კახეთის სამედიცინო დაწესებულების ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის სიმპტომებით არც ერთი პაციენტი არ არის მოთავსებული.

 

რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 მოქალაქე, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ და საინკუბაციო პერიოდი გასული არ არის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი