ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ბათუმის ნავსადგურიდან კორონავირუსის საეჭვო ნიშნებით, ერთი ადამიანი გადაიყვანეს.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე აცხადებს, იგი იტალიიდან უკრაინის გავლით დაბრუნდა საქართველოში, გუშინ კი პორტიდან გამგზავრებას გეგმავდა.
„მას აღენიშნებოდა მცირედი სიცხე, ამიტომ დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში. ანალიზები გადაგზავნილია ლაბორატორიაში", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტია და ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან. ნიჟარაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.