logo_geo
მე დავიკლებ! - 13 გამოცდილი მეთოდი ადამიანებისგან, რომლებმაც 50 კგ-ზე მეტი დაიკლეს
- +

9 მარტი. 2020. 22:25

 

 

ყოველთვის საინტერესოა, როგორ ახერხებენ გახდომას ადამიანები, განსაკუთრებით, ისინი, ვინც საკმაოდ სოლიდური რაოდენობა დაიკლო. ისინი გვიზიარებენ რჩევებს, რომლებიც შესაძლოა, მოვსინჯოთ საკუთარ თავზე.

 

 

დაიწყეთ კომფორტის ზონისკენ მიმავალი გზით

 

 

წონის დასაკლებად საჭიროა მეტი მოძრაობა. თუკი არ გინდათ დარბაზში სიარული, შეგიძლიათ ოთახში სიარულით დაიწყოთ. ნებისმიერი მოძრაობა მნიშვნელოვანია.

 

 

მოიშორეთ თავიდან გაზიანი სასმელები

 

 

შეწყვიტეთ გაზიანი სასმელების შეძენა. გაიხსენეთ, რომ ეს ცარიელი კალორიების ბუდეა. ჩაანაცვლეთ ჩაით ან წყლით.

 

 

გაუზიარეთ პროგრესი სხვებს

 

 

შეგიძლიათ ბლოგი აწარმოოთ ან ერთ ადამიანს გაუზიაროთ დღის ბოლოს თქვენი კვების რაციონი. აუცილებელია ვინმემ ადევნოს თვალი თქვენს პროგრესს.

 

 

დალიეთ წყალი

 

 

ბევრისთვის არასასიამოვნო, თუმცა ეფექტური რჩევაა. დალიეთ ცოტა და ხშირად.

 

 

გაანებივრეთ საკუთარი თავი გემრიელობებით

 

 

ლუდი, პიცა და ნაყინი შესაძლებელია დატოვოთ თქვენს ცხოვრებაში... მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხშირად არ მოიხმართ. ამასთანავე, პიცა ნაკლებად კალორიული უნდა იყოს, ხოლო ნაყინი ცილოვანი კოქტეილისგან შეგიძლიათ მოამზადოთ.

 

 

წაიკითხეთ დაკლებული კილოგრამების მქონე ადამიანების ბლოგები

 

 

სხვის ბლოგებში ბევრი საინტერესო რეცეპტი და რჩევაა. ამასთანავე, ბევრი მოტივაციაც...

 

 

მოამზადეთ მარტივად

 

 

ცილა (ქათამი) + ბოსტნეული (ნებისმიერი) = მზა სადილია. ახლის გამოგონება არ მოგიწევთ.

 

 

გადადგით პატარა ნაბიჯები

 

 

შეგიძლიათ პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ. არ შეეცადოთ ყველაფრის ერთ დღეში შეცვლა.

 

 

არ მიატოვოთ ყველაფერი, როცა პროგრესი შეჩერდება

 

 

ეს სულ რაღაც საზღაურია, სულ მალე შედეგი დაიძრება ადგილიდან.

 

 

მოემზადეთ მძიმე ვახშმებისთვის

 

 

თუკი საღამოს რესტორანში აპირებთ წასვლას, ეს იმის მიზეზია, რომ არ დატვირთოთ კუჭი დილით და დღის განმავლობაში.

 

 

წაიღეთ ლანჩი სამსახურში

 

 

ასე თავიდან აირიდებთ არაჯანსაღი საკვების მირთმევას დღის განმავლობაში.

 

 

საკვების მიღების შემდეგ იმოძრავეთ

 

 

სულაც არ არის აუცილებელი, ერთი საათი ისადილოთ. შეგიძლიათ სწრაფად მიირთვათ, თუმცა შემდეგ აუცილებლად გაისეირნეთ ფეხით.

 

 

მოამზადეთ საკვები წინასწარ

 

 

თუკი მაცივარში მზა საკვები გაქვთ, დარწმუნებულები ვართ, რომ სპეციალურად აღარ შეიძენთ არაჯანსაღ საკვებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი