logo_geo
პედიატრი: შვილებსაც არ აკოცოთ – უკვე არის შიდა გადაცემის შემთხვევებიც
- +

10 მარტი. 2020. 01:03

 

 

მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, შემდეგი სახის რეკომენდაციას აქვეყნებს:

 

 

“არ დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსული ინფექციის აფეთქების საშიშროების წინაშე ვდგავრთ! COVID-19ის არის ძალიან შეუსწავლელი, ახალი, მუტანტი სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, რომელიც ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი, უფრო მეტად წვეთოვანი გზით და უკვე საუბარია გადაცემის ორალურ-ფეკალურ გზაზე (ამიტიმაც საჭიროა ხელების ინტენსიური დაბანა და ზედაპირების ხშირი დამუშავება). ვირუსი მრავლდება ლორწოვანებზე, მას ახასიათებს ბრძოლა სიცოცხლისათვის, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გამრავლდეს! მკაცრად დავიცვათ სოციალური დისტანციის პრინციპი, ნუ ჩაეხუტებით, ნუ გადაკოცნით ერთმანეთს, ნუ მიუახლოვდებით 2 მეტრზე ახლოს (მოგზარობის ისტორია აუცილებელია ვიცოდეთ, მაგრამ არის უკვე შიდა გადაცემის შემთხვევებიც).

 

საკუთარ შვილებსაც კი ნუ აკოცებთ! სახლში მოსულებმა გაიხადეთ ტანსაცელი, ფეხსაცმელი, ხელის დაბანაზე აღარ ვსაუბრობ… კორონავირუსი არ ცნობს საზღვრებს, კანის ფერს, თანამდებობებს.

 

ხილი, ბოსტნეული და მაღაზიებიდან მოტანილი შეფუთული პროდუქტი, სანამ შეინახავთ (რძე,იოგურტები, მაწონი და ზოგადად ყველაფერი რისი გარეცხვაც შეიძლება გარეცხეთ გამდინარე წყალში ან დაამუშავეთ ანტიბაქტერიული ხელსახოცებით ან სპირტით).

 

დაამუშავეთ ზედაპირები ანტიბაქტერიული სითხეებით. სასურველია, არასასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ობიექტები გადავიდნენ ონლაინ მუშაობის პრინციპზე…

 

თუ აღგენიშნათ მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ინფექციურ, რესპუბლიკურ საავადმყიფოს ან გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა!

 

გახსოვდეთ, რომ COVID-19-ის გარდა ამ პერიოდში აქტივირებულია რინოვირუსი, ადენოვირუსი, გრიპის და კიდევ სხვა უამრავი ვირუსი, თუმცა თვითდიაგნოსტიკისა და მკურნალობისგან თავი შეიკავეთ! უამრავი იწერება კორონავირუსზე, ბევრი ფეიკია თავისი ბიზნესინტერესებით, ამ ახალი ბიოლოგიური მუტანტის შესახებ ბევრი რამ უცნობი და შეუსწავლელია, ამიტომ ნუ დაუჯერებთ ყველას და ყველაფერს!

 

გაითვალისწინეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები! მიმართეთ ყველა ხალხურ, ანტივირუსულ საშუალებას, გამოისვით ცხვირში ანტივირუსული მალამოები, ხშირად დალიეთ თბილი წყალი ყლუპებით. ვიყოთ ფრთხილად! ვიმოქმედოთ პანიკის გარეშე! დისტანციურად მოვეფეროთ ერთმანეთს! თავი ავარიდოთ შუღლს, ბოროტებას!”წერს პედიატრი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი