logo_geo
რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი
- +

10 მარტი. 2020. 13:41

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტა, რა შემთხვევაშია გადამდები კორონავირუსი.

 

„ინფექცია გადამდებია, როცა ხელს სახეზე მიიდებთ. ხელზე არაფერი გადაგედებათ. ხელიდან ვირუსი არ შეიჭრება, მაგრამ ხელით, როცა შეეხებით ცხვირს ან თვალს, ვირუსი ორგანიზმში ხვდება. ხელის დაბანა დეზინფექცირების ყველაზე კარგი საშუალებაა. ამიტომ ხელი ხშირად უნდა დავიბანოთ, ვიდრე სახეზე მოვიკიდებთ“, – განმარტა იმნაძემ.

 

კითხვაზე, ზრდის თუ არა ინფიცირების საფრთხეს ფიტნეს-დარბაზებში და აუზზე სიარული, პაატა იმნაძემ ასე უპასუხა:

 

„ფიტნეს-დარბაზებში სავარჯიშო ხელსაწყოები არ დგას ერთად, მაგრამ თუ სადმე ასეა, მაშინ ეს ხელსაწყოები უნდა ერთმანეთს დააშორონ. მაგრამ თუ ვინმემ დაახველა, ხელი მიიფარა და შემდეგ ხელსაწყოს მოკიდა, აქ რისკი არის, მაგრამ თუ შემდეგ სხვა ადამიანი მოკიდებს ხელს და შემდეგ დაიმუშავებს, პრობლემა მოიხსნება. რაც შეეხება აუზებს, იქ წყალის დეზინფექცია ქლორით ხდება. ამიტომ რეკომენდაცია აუზების უსაფრთხოებაზე ჯერ არ გავრცელებულა“, – აღნიშნა იმნაძემ.

big_banner
არქივი