logo_geo
რატომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი ამ დრომდე თურქეთში - ექსპერტები საუბრობენ, თუ რა არის ამის მიზეზი
- +

10 მარტი. 2020. 16:29

 

 

 

მსოფლიო  კორონავირუსს უკვე მესამე თვეა ვერ ამარცხებს. ახალ ვირუსთან მედიცინა, ჯერჯერობით, უძლურია.

 

არსებული ინფორმაციით, დაავადების გავრცელების დინამიკამ  ჩინეთში იკლო, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე.

 

ევროპაში ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქები დაცარიელდა.

 

ყველაზე ნათლად კორონავირუსის კვალი იტალიას დაეტყო.

 

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე რთული ვითარებაა. ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა.

 

ჯერჯერობით, კორონავირუსი არ დაფიქსირებულა ჩვენს მეზობელ თურქეთში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 80 მილიონს შეადგენს.

 

ექსპერტები საუბრობენ, თუ რა გახდა ამის მიზეზი.

 

როგორც ამბობენ, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ ოპერატიულად იმოქმედა. აეროპორტებში თერმული მონიტორები განათავსა და ირანთან და ერაყთან საზღვრებზე ააშენა ე.წ. საველე საავადმყოფოები. ამ ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები მაქსიმალურად კონტროლდებოდნენ. თურქეთს მიმართა არაერთმა წამყვანმა სახელმწიფომ, მათ შორის იტალიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ ტესტ აპარატებს, რომელსაც თურქეთი კორონავირუსის დასადგენად იყენებს.

 

ეს ტესტები 90-იდან 120 წუთამდე დროში ადგენს, აქვს თუ არა ადამიანს კორონავირუსი.

 

მსოფლიოს ქვეყნები არაერთ რეკომენდაციას ელიან თურქეთისგან.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი