logo_geo
რა მიზანი აქვს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის აშენებას?
- +

11 მარტი. 2020. 16:18

 

 

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრი აშენდება.

 

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ბოტანიკური ბაღის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს და ბაღის სამეცნიერო-კვლევით, მცენარეთა საკონსერვაციო და საგანმანათლებლო მუშაობის ეფექტურობას გაზრდის. ცენტრში თავს მოიყრის მცენარეთა დაცვის ლაბორატორია, ეროვნული თესლის ბანკი, ქსოვილური კულტურის ლაბორატორია, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცე.

 

 

2020 წელს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ოფიციალური სტატუსის მინიჭების 175 წელს აღნიშნავს. საიუბილეო წელს ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობა ისტორიული დაწესებულების საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის და მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლასა და კონსერვაციას შეუწყობს ხელს.

 

 

ბოტანიკური ცენტრის მშენებლობაზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგაჰ გრუპი“ განახორციელებს, 2.7 მილიონ ლარი დაიხარჯება. პროექტი 2021 წელს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი