logo_geo
მოქმედების ახალი წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე- რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა ემიგრანტებმა
- +

12 მარტი. 2020. 15:48

 

 

„La Gazzetta Ufficiale“– მ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება – „მე ვრჩები სახლში“, რომელიც 10 მარტიდან ამოქმედდა და 3 აპრილამდეა ძალაში. მოქმედების წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე:

 

ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.

 

ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

  • დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება;
  • საგანგებო სიტუაციები;
  • ჯანმრთელობის მიზეზები;
  • სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება!

 

ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრი იკრძალება, გარდა დახურული კარების მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა;

 

დასაშვებია სპორტული ვარჯიში გარეთ, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები შეინარჩუნებენ ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას;

 

ვისაც სხეულის ტემპერატურა 37,5-ზე მაღალი აქვს, „მკაცრად რეკომენდირებულია“ სახლში დარჩენა;

 

ვინც თვითიზოლაციაშია, უნდა დარჩეს სახლში;

 

ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ თანამშრომლებს შვებულებაში გასვლასა და დასვენებაში;

 

ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია;

 

გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება;

 

ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია;

 

ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დამკრძალავი პროცესია, შეწყვეტილია;

 

ბარებსა და რესტორნებში საქმიანობა ნებადართულია დილის 6 საათიდან 18 სთ-მდე, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას დაიცავენ;

 

დაიშვება ყველა სხვა კომერციული საქმიანობა იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან 1 მეტრის დისტანციას დაიცავენ;

 

კვირის ბოლოს საშუალო და დიდი მაღაზიები (მაგალითად, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და ბაზრები) დაიხურება;

 

სპორტული დარბაზი, სპორტული ცენტრები, საცურაო აუზები, სპა ცენტრები და გამაჯანსაღებელი კურორტები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ცენტრები დაიხურება;

 

მართვის მოწმობის ყველა გამოცდა შეჩერდება.

 

ვიდეოზე, რომელსაც იტალიაში მცხოვრები ქართველი - მარი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, ჩანს, თუ როგორ მოუწოდებს პოლიცია ადგილობრივებს სახლში დარჩენისაკენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი