logo_geo
დიდი შეხვედრა განშორების შემდეგ და უფროსი ძმის უცნაური მისალმება - მეგან მარკლი და პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის გარემოცვაში
- +

12 მარტი. 2020. 16:44

 

 

მონარქიისგან თავის დაღწევისა და სამეფო ოჯახის საპატიო ტიტულის ტარებაზე უარის თქმის შემდეგ, უკანასკნელ ოფიციალურ მიღებაზე დასწრება მოუწიათ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს, კამერებმა კი ჰარისა და მეგანის მიმართ უფროსი ძმისა და რძლის უცნაური მისალმებაც დააფიქსირეს.

 

ჰარი და მეგანი პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონთან ერთად მივიდნენ ეკლესიაში, რომელსაც, ასევე, დედოფალი და პრინცი ჩარლზიც ესწრებოდნენ.

 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, ამჯერად, დედოფლის გვერდით არ ისხდნენ. როგორც გასულ წლებში, მათთვის ადგილები მეორე რიგში იყო გამოყოფილი, პირველი რიგი კი უფროსმა შვილიშვილმა და მისმა მეუღლემ დაიკავეს.

 

მეგანმა და ჰარიმ უილიამსა და ქეითთან მხოლოდ სიტყვა „გამარჯობა“ გაცვალეს და მათი კონტაქტი ამით შემოიფარგლა. თუმცა ისტორიას არაერთი საინტერესო ფოტო დარჩა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი