logo_geo
პირველი პაციენტის შემთხვევაში, მე-16 დღეს ჩატარებული ტესტირებით, პასუხი „სუსტად დადებითია“
- +

13 მარტი. 2020. 12:38

 

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის შემთხვევაში, მე-16 დღეს ჩატარებული ტესტირებით, პასუხი „სუსტად დადებითია“.

 

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ მის შემთხვევაში ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა.

 

„მე-16 დღეს ჩატარებული ტესტირებით სუსტად დადებითია პასუხი, რაც ნიშნავს, რომ მართალია, ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ მაინც არის კონცენტრაცია. მაინც ჯერჯერობით დადებითად ითვლება, ამიტომ საჭიროა, გაგრძელდეს მისი მეთვალყურეობა და აღებიდან მაქსიმუმ ოთხ დღეში უნდა გადაკონტროლდეს კიდევ ერთხელ“, - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. მას 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდის გავლის შემდეგ ახალი ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც ორგანიზმში ჯერ კიდევ ვირუსის არსებობა დაადასტურა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი