logo_geo
მოუწევთ თუ არა მოსწავლეებს სკოლაში სიარული ზაფხულში
- +

13 მარტი. 2020. 13:42

 

 

„არ დავუშვებთ, რომ ცხელ ზაფხულში მოსწავლეებს სწავლა ვაიძულოთ“, -  ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ „იმედის დილაში“ განაცხადა, სადაც მან კორონავირუსის გამო, სკოლებში გახანგრძლივებულ არდადეგებზე ისაუბრა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ალტერნატიულ გზებზე ვმუშაობთ, მაგრამ არ შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ სწავლა აპრილის ბოლომდე გადაიდება. თუ ეს მოხდა, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა დგებუაძემ.

 

11 მარტს საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.

 

Covid 19 ჩინეთში, პირველად, 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფექციასთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია გაუმჯობესდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

 

საქართველოში კორონავირუსით 25 პირია ინფიცირებული, მათ შორის არის არასრულწლოვანი.

 

 

big_banner
არქივი