logo_geo
იტალიელები ერთმანეთს ფანჯრებიდან ჰიმნის სიმღერით ამხნევებენ
- +

14 მარტი. 2020. 01:29

 

 

რომის სან ლორენცოსა და პიგნეტოს უბნებში, სადაც პარასკევს საღამოს ტრადიციულად ახალგაზრდები იკრიბებიან, რათა უქმეების წინ გაერთონ, დღეს მხოლოდ იტალიის ჰიმნის ხმა ისმოდა. ჰიმნი მოქალაქეებმა ღია ფანჯრებიდან და აივნებიდან შეასრულეს.

 

 

სოციალური ქსელებით დაგეგმილი ფლეშმობით იტალიელებმა კორონავირუსთან ბრძოლის დროს ერთმანეთი გაამხნევეს.

 

 

იტალიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული. მოქალქეებს ქუჩებში გასვლა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებით და ისიც, სპეციალური ნებართვის მიღების შემთხვევაში შეუძლიათ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი