logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინფექციური საავადმყოფოს გარდა პაციენტებს კიდევ 4 კლინიკა მიიღებს
- +

14 მარტი. 2020. 15:40

 

„დღეს პრემიერთან შეხვედრაზე მიღებული იქნა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება - აქამდე თუ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს, გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა - ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი მე-8 საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გამოთავისუფლდება, დღეს თუ იქ კარანტინში იმყოფებიან პაციენტები, ისინი გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში და რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება ავადმყოფების მიმღები, ასევე გორის ჰოსპიტალი, სადაც 140 საწოლია და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, სადაც 11 საწოლია“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა ამ კლინიკის რესურსი, 420 საწოლით უკვე მობილიზებულია და ხვალისთვის ეს კლინიკები იქნება დაცლილი.

 

 

big_banner
არქივი