logo_geo
KTW ჯგუფი“ მზადაა, „ახაშენი ღვინის კურორტი & სპა“ სახელმწიფოს დროებით საკარანტინო ზონად დაუთმოს
- +

14 მარტი. 2020. 16:01

 

 

„KTW ჯგუფი“ სრული პასუხისმგებლობით იზიარებს ქვეყანაში შექმნილ  ვითარებას და სურს, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს  სახელმწიფოს კორონავირუსთან (COVID 19) ბრძოლის მიმართულებით. ამის შესახებ „KTW ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს

 

 

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პრობლემატური იყოს ქვეყანაში საკარანტინო ზონების მობილიზება. ეს პრობლემა მწვავედ დგას  კონკრეტულად კახეთის რეგიონშიც. შესაბამისად, „KTW  ჯგუფი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სასტუმრო-კომპლექსი „Akhasheni Wine Resort& spa“, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს, დროებით სრულად დაუთმოს სახელმწიფოს, საკარანტინო ზონად გამოსაყენებლად.

 

სასტუმრო „Akhasheni Wine Resort& spa“, მოიცავს 41 სასტუმრო ნომერს, მათ შორის ადაპტირებულ ნომრებს  შშმ პირებისთვის. შესაბამისად, ამ ლოკაციაზე კომფორტული საკარანტინო ზონის მოწყობაა შესაძლებელი.

 

„KTW ჯგუფი“ იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენი სახელმწიფო და ზოგადად მსოფლიო მოკლე დროში შეძლებენ ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავებას და სულ მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - ნათქვამია „KTW ჯგუფის“ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი