logo_geo
60 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლ-ქმარი, კორონავირუსით 2 საათის ინტერვალით გარდაიცვალა
- +

14 მარტი. 2020. 19:33

82 წლის სევერა ბელოტი და 86 წლის ლუიჯი კარარა ერთ დღეს, 2 საათიანი ინტერვალის დაშორებით გარდაიცვალნენ.

 

 

“ისინი მარტო მყოფები გარდაიცვალნენ, მე ისიც კი ვერ შევძელი, რომ ჩავხუტებოდი”, – ამბობს დამწუხრებული შვილი.

 

 

სევერა ბელოტი და ლუიჯი კარერა ბერგამოს პროვინციაში,  ქალაქ ალბინაში ცხოვრობდნენ. მათი შვილი ლუკა კარარა ადგილობრივ გაზეთ Corriere della Sera-სთან ამბობს, რომ ცოლ-ქმარი 8 დღის განმავლობაში, ციებით, 39 გრადუსი სიცხით, სამედიცინო დახმარების გარეშე იმყოფებოდა საკუთარ სახლში.

 

 

თავად ლუკა, ბერგამოს წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი, ცოლთან და ორ ბავშვთან ერთად კარანტინში მყოფი, როგორც იგი ამბობს, ცდილობდა გამომწყვდეულ მშობლებს დახმარებოდა, მაგრამ უშედეგოდ: ახლომახლო უბრალოდ არ იყო ექიმი, ვინც შეძლებდა მათთვის მიექცია ყურადღება.

 

 

შაბათს, როგორც იქნა, მამა გადაიყვანეს საავადმყოფოში, კვირას კი – დედა. ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა. მამა დილის 9:15-ზე გარდაიცვალა, დედა – თითქმის ორი საათის შემდეგ, დილის 11 საათზე.

 

 

ლუკას მშობლები არ უნახავს. “აი როგორ ხდება ამ ვირუსის დროს : შენი საყვარელი ადამიანები მარტო რჩებიან თავის თავთან, შენ  კი არ შეგიძლია დაემშვიდობო მათ.  ვერ ახერხებ,  ჩაეხუტო მათ, დამშვიდოთ ისინი და გაამხნევო”, – ამბობს ბრაზმორეული ლუკა.

 

 

ლუკა კარარას თქმით, პაპა ჯოვანი XXIII-ის სახელობის საავადმყოფოში კატასტროფული პირობებია. თანამშრომლებმა არ იციან რა უყონ მრავალრიცხოვან პაციენტებს. ექიმების გადასაწყვეტია, ვინ გადაარჩინონ და მოხუცებს სასიკვდილოდ განწირულებს ტოვებენ.”

 

 

“მაგრამ რა უნდა ქნან?!” – კითხულობს ლუკა

 

 

ლუკამ ვერ შეძლო დამშვიდობებოდა მშობლებს და თავის მწუხარება ფეისბუქზე გამოხატა: “სალამი დედა და მამა. ამ მავნებელმა ვირუსმა ორივე ერთ დღეს წაგიყვანათ. თქვენ მანდაც აგრძელებთ ჩხუბს? რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს გადაეხვევით, დარწმუნებული ვარ”, – დაწერა ლუკამ ფეისბუქზე.

 

 

ლუკას თქმით, მის მწუხარებას ამძიმებს ის ფაქტი, რომ თავად, მისი ბავშვები და მეუღლე კარანტინში არიან.

 

 

“მე ისინი ვერ ვნახე, მათი ცხედრები სასაფლოზეა და ვიცი, რომ მათ კრემაციას რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან ძალიან ბევრია გარდაცვლილი. არავის არ შეუძლია ჩემთან მოსვლა. მე ჩემი დის ნახვასაც კი  ვერ ვახერხებ. მან იზრუნა მშობლების საბუთებზე. ერთ მშვენიერ დღეს მე დავკარგე ორივე მშობელი. მაგრამ, როგორც ჩემი მამა მუდამ ამბობდა, მოდით, წავიდეთ წინ”

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი