logo_geo
კორონავირუსის საფრთხის გამო სახლში მყოფი იტალიელები ფანჯრებიდან ჰიმნს მღერიან - ემოციური კადრები
- +

14 მარტი. 2020. 19:34

 

 

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, იტალია მსოფლიოში მეორე ადგილზეა და ის მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 113-ია, მათგან 1016 გარდაიცვალა, ხოლო 1258 გამოჯანმრთელდა.

 

 

იტალია წითელ ზონადაა გამოცხადებული და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია. ადამიანებს ეკრძალებათ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილება. დაცარიელებულია ქუჩები.

                

 

ასეთ რთულ მომენტში იტალიელები ერთმანეთს ემოციურად ამხნევებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ სალერნოშია გადაღებული. ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ მღერიან ფანჯრებიდან იტალიელები ქვეყნის ჰიმნს და ამ ფორმით ამხნევებენ ერთმანეთს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი