logo_geo
სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
- +

14 მარტი. 2020. 22:32

 

 

სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

 

 

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, საპატრიარქო სადეზინფექციო ხსნარს ყველა ტაძარს აწვდის.

 

 

არქიმანდრიტის განცხადებით, საფრთხე არ არსებობდა, რადგან სამება სხვადასხვა საშუალებითა და სპირტოვანი სითხით ისედაც ყოველდღიურად იწმინდება, თუმცა ეს გადაწყვეტილება საპატრიარქომ ხალხის შიშის და ინტერესის გამო მიიღო.

 

 

„საპატრიარქომ ყველა ტაძარს მიაწოდა და აწვდის ამ ხსნარებს, რითაც ხდება დეზინფექცია და სამების საკათედრო ტაძარშიც შესრულდა ეს დეზინფექციის სამუშაოები. ზოგადად ტაძარი ყოველდღიურად იწმინდება სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებით წლების განმავლობაში, რაც გახსნილია ეს ტაძარი. სპირტოვანი სითხით იწმინდება ყველა შუშა და საფრთხეს ზოგადად არც ისე არ წარმოადგენდა, მაგრამ ასეთი ძალიან დიდი ინტერესის და ხალხის შიშის გამო მიიღო საპატრიარქომ ეს გადაწყვეტილება. მსახურებები არ შეჩერებულა ტაძარში. შაბათის მსახურება ჩვეულებრივ 17:00 საათზე დაიწყება. წირვაც 10:00 საათზე და ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება წირვა – ლოცვები“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.

 

big_banner
არქივი