logo_geo
ლონდონში ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა
- +

15 მარტი. 2020. 01:58

 

ლონდონში ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს არის ინფექციით დაავადების ყველაზე ახალგაზრდა შემთხვევა მსოფლიოში.

 

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვის დედა საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ პნევმონიით შეიყვანეს. მან კორონავირუსის დიაგნოზის შესახებ პირველად მშობიარობის შემდეგ შეიტყო. ახალშობილს, ეჭვის გამო, კორონავირუსზე ტესტი დაბადებიდან რამდენიმე წუთში გაუკეთდა.

 

 

ექიმები ცდილობენ გაარკვიონ, როდის დაინფიცირდა ბავშვი, საშვილოსნოში, თუ მშობიარობისას. ამჟამად დედაც და ახალშობილიც ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

 

 

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 1140 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილია 10 პაციენტი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი