logo_geo
Google ქმნის ვებგვერდს, რომელიც მომხმარებლებს კორონავირუსზე შეამოწმებს
- +

15 მარტი. 2020. 03:40

 

 

კორპორაცია Google მუშაობს ვებგვერდზე, რომლის მომხმარებლებიც დამოუკიდებლად დაადგენენ, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პროექტზე Google-თან დაკავშირებული Verily Life Sciences-ი მუშაობს. ვებგვერდი დაავადების ალბათობას და სამედიცინო ტესტის ჩატარების აუცილებლობას შეაფასებს. პროექტი მუშაობის ადრეულ სტადიაზეა.

 

პირველ ეტაპზე ვებგვერდი ტესტირებას სან-ფრანცისკოსა და ახლომდებარე ქალაქებში ჩაუტარდება, შემდეგ კი პროექტი აშშ-ის სხვა რეგიონებზეც გავრცელდება. ინფორმაცია ვებგვერდის შექმნის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც დაადასტურა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი დასძინა, რომ ვებგვერდის წარდგენა უკვე 15 მარტს შედგება.

 

 

 

big_banner
არქივი