logo_geo
შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრის განცხადება კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით
- +

15 მარტი. 2020. 11:04

 

 

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად ერთიანი მომსახურების ცენტრი გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე.

 

16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.

 

საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:

 

  • ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება

 

  • ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება

 

  • ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

 

  • ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა

 

  • ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება

 

  • გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა

 

  • ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა)

 

  • ცნობების მიღება

 

  • მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება

 

  • საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:

 

  • არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება

 

  • გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება

 

  • სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება

 

  • გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება

 

  • სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება

 

  • სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება

 

  • სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება

 

  • რეაგირების ოქმის მიღება

 

  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება

 

  • ვიდეო ჩანაწერის მიღება

 

  • საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

 

ჯარიმების სტატუსის შესამოწმებლად და ჯარიმის გადასახდელად შეგიძლიათ ეწვიოთ Police.ge-ს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 2414242

Police.ge

Patrolinfo@mia.gov.ge

 

 

 

big_banner
არქივი