logo_geo
.მერე შეიძლება გვიან იყოს!.. რა მოხდება, რომ ჩვენთანაც გამოჩნდეს ვინმე ისეთი...
- +

16 მარტი. 2020. 21:33

 

 

ორშაბათს დილით კორონავირუსის თაობაზე რამდენიმე ინფორმაცია წავიკითხე. თუმცა, რაღა რამდენიმე - საფეხბურთო ვებგვერდები აჭრელებულია ამ ახალ ავადმყოფობაზე ისტორიებით. რა თქმა უნდა, არ გვინდა, ხალხში პანიკა დავთესოთ და იმისაც გვჯერა, რომ ჩვენი ერთიანობა და შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა საქართველოს დიდ საფრთთხეს აარიდებს, მაგრამ... ევროპაში რომ საგანგაშო ვითარებაა, ეს ფაქტია. აგერ, სულ ახლახან, ესპანეთი და მთელი მსოფლიო შეძრა იქაური საფეხბურთო მწვრთნელის, 21 წლის ახალგაზრდა სპეციალისტის გარდაცვალებამ...

 

 

ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში ლეტალური შედეგი გვქონდეს!.. ღმერთს მადლობა, საამისო წინაპირობა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ კორონავირუსს ჩვენი ერთიანობა და სერიოზული ბრძოლა სჭირდება იქამდე მაინც, სანამ არ შემუშავდება ვაქცინა ან რაიმე ისეთ მედიკამენტს არ მიაგნებენ, ვერაგ ავადმყოფობას უკან რომ დავახევინოთ!..

 

 

ძალიან საყურადღებო რამდენიმე ინფორმაცია გამოქვეყნდა ამ ავადსახსენებელ COVID 19-თან დაკავშირებით. ასე მაგალითად, კრიშტიანო რონალდომ თავისი სასტუმროების ქსელის საავადმყოფოებად გადაკეთება გადაწყვიტაო. მერე ითქვა, რომ ეს არ არის მართალი, თუმცა პირადად მე არ მიკვირს რონალდოსგან. მით უმეტეს, ფოტოები ვნახე იმ სასტუმროების, უკვე მზად რომ არიან პაციენტების მისაღებად...

 

 

მოგვიანებით ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა სერხიო რამოსზეც. მერე მოვიდა კიდევ ერთი კარგი ამბავი - "იუვენტუსის" ლეგენდა ალესანდრო დელ პიერომ დიდი კამპანია წამოიწყო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონებთან, ფრანჩესკო ტოტისა და ჯანლუიჯი ბუფონთან, ასევე სხვა იტალიელ ვეტერანებთან  ერთად - ფულს აგროვებს და უნდა, რომ დაეხმაროს იტალიასა და მსოფლიოს!..

 

 

ოდნავ მოგვიანებით გაცხადდა, რომ სწორედ ამ გეზს მიჰყვება "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბაც...

 

 

კორონავირუსმა საქართველოც გვარიანად დააზარალა და ეს მერე და მერეც გამოჩნდება, ეპიდემია ახლა იმ ფაზაშია, როცა ყველაზე დიდი დარტყმა უნდა მივაყენოთ და წელში გადავტეხოთ. გასაგებია, რომ საქართვერლოს ფეხბურთის ფედერაციამ მადყოფნა გამოთქვა, 100 ათასით დახმარებოდა ქვეყანას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია და სხვებმაც უნდა მიბაძონ...

 

 

სულ მღრღნის ერთი შეკითხვა - რა მოხდება, ჩვენს ფეხბურთშიც გამოჩნდეს წარსულის ან აწმყოს რომელიმე შეძლებული, დიდი ვარსკვლავი, რომ შეკრას საფეხბურთო თემი და შეაგროვოს ფული კორონავირუსთან საბრძლოლველად!..

 

 

მერე რა, რომ ეს დაავადება გაცილებით მეტ იტალიელს შეეხო, ვიდრე ქართველს. ავადმყოფობას იქამდე უნდა აჯობო, სანამ შენამდე მოვა, თორემ მერე შეიძლება გვიან იყოს!..

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი