logo_geo
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 27 980-ს მიაღწია
- +

17 მარტი. 2020. 10:16

 

 

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი უკვე ევროპაა. ყველაზე მძიმე ვითარება იტალიაშია, სადაც კორონავირუსის დადასტურებული უკვე 27 980 შემთხვევაა, მათგან 2158 ლეტალურად დასრულდა.

 

ესპანეთში 9 942 შემთხვევა დადასტურდა, 342 პაციენტი გარდაიცვალა. საფრანგეთში კი დაინფიცირების 6 650 შემთხვევაა, მათგან 148 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიაში 7 272 პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი, მსხვერპლი აქ შედარებით ნაკლებია - 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. 30 ახალი შემთხვევიდან 20 მოსკოვშია დაფიქსირებული. სომხეთში 52 ინფიცირებულია, აზერბაიჯანში - 25, მათგან 6 გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა. თურქეთში კი უკვე 47 ადამიანია დაავადებული.

 

საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა.

 

 

big_banner
არქივი