logo_geo
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა
- +

17 მარტი. 2020. 11:28

 

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია.

 

„ამ დროისთვის კლინიკაში 45 პაციენტია მოთავსებული. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, საიდანაც 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით, გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები კიდევ განმეორებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. სტაბილურია უკვე ვლაპარაკობ მე-2, მე-3 დღეა და ეს იმის მიმანიშნებელია იქნება, რომ დაავადების პროგრესირებას არ მოველით რამდენიმე ძველ პაციენტთან, სადაც გასულია ალბათ, უკვე ჩვენთან ყოფნის 12-13 დღე და უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ დასტაბილურებული სიტუაციის შემდეგ გაუმჯობესებაზე. დანარჩენ პაციენტებში ჯერჯერობით სიტუაცია მართვადია, შეფასების ნაწილში ლაბორატორიულად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება და ალბათ, სიტუაცია უნდა იყოს დინამიკაში დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

 

 

big_banner
არქივი