logo_geo
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს
- +

17 მარტი. 2020. 11:28

 

 

აღსრულების ეროვნული ბიურო მოგიწოდებთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მობრძანებისაგან და სააღსრულებო პროცედურებთან დაკავშირებით ისარგებლოთ ჩვენი დისტანციური სერვისებით:

 

▪ სატელეფონო კონსულტაცია - (032) 2 749 649

სატელეფონო კონსულტაციით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის, გადახდის იდენტიფიკატორისა და ზოგადი პროცედურების შესახებ;

 

▪ ვებ-პორტალი - my.gov.ge

ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ:

▪ სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო მოქმედებები დაიწყება დოკუმენტის დედნის მოწოდების შემდეგ);

▪ ნებისმიერი ტიპის განცხადება და მიიღოთ პასუხი;

▪ ფაქტების კონსტატაციის მოთხოვნა;

▪ მოვალეთა რეესტრის ამონაწერის მოთხოვნა და მიიღოთ დოკუმენტი;

 

ამავდროულად, my.gov.ge-ს საშუალებით:

▪ მიიღოთ პასუხი მიმდინარე საქმის შესახებ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ელექტრონული კანცელარიის საშუალებით;

▪ წარმოადგინოთ გამარტივებული საქმისწარმოების მიმდინარე საქმეებზე დამატებითი დოკუმენტაცია;

 

▪ვებ-პორტალი: მოვალეთა რეესტრი debt.reestri.gov.ge

ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინფორმაცია მოვალეთა რეესტრში თქვენი რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ;

 

▪ ვებ-პორტალი: ელექტრონული სააღსრულებო წარმოება nbof.reestri.gov.ge

ვებგვერდის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი სააღსრულებო საქმისწარმოების მიმდინარეობისა და განხორციელებული მოქმედებების შესახებ;

 

▪ ელექტრონული ფოსტა - info@nbe.gov.ge

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოითხოვოთ და მიიღოთ საჯარო ინფორმაცია

 

▪ ფეისბუქ-მესენჯერი - აღსრულების ეროვნული ბიურო facebook.com/nbe.gov.ge

 

მოგვწერეთ სოციალური ქსელის მეშვეობით და მიიღეთ ინფორმაცია ზოგადი სააღსრულებო პროცედურების შესახებ.

 

ყველა ვებ-პორტალი შეგიძლიათ იხილოთ აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე: nbe.gov.ge

 

 

 

 

big_banner
არქივი