logo_geo
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი
- +

19 მარტი. 2020. 00:29

 

 

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი. ამის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

 

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი