logo_geo
მამუკა მაჩაიძე: საქართველომ შეძლო კორონავირუსის შეკავება, რითაც ყველა აღფრთოვანებულია
- +

19 მარტი. 2020. 01:14

 

 

ჩვენ მოვიგეთ ყველაზე ძვირფასი დრო - კორონავირუსის შეკავების ფაზაში ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურა გაგვემართა. ეს არის ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა ქვეყანამ, - ამ შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა დოქტორმა მამუკა მაჩაიძემ აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველომ შეძლო კორონავირუსის შეკავება, რითაც ყველანი აღფრთოვანებული არიან. ამისთვის მან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს და ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, მადლობა გადაუხადა.

 

„მე გამარჯვებულად ჩავთვლი თავს, როდესაც საქართველოში სამი თვის შემდეგ მოვიხედავთ უკან და ვიტყვით: ნეტავ, არ გაგვეკეთებინა არაფერი ეს, რასაც ახლა ვამბობთ და სხვებს მოვუწოდებთ - სისტემის დონეზეც და მოქალაეების დონეზეც. თუ ჩვენ ვიტვით, რომ გადავაჭარბეთ და ეს არ იყო საჭირო, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად გამარჯვებული ქვეყანა. ჩვენ რომ აქამდე ასე შევძელით ვირუსის ასე შეკავება, ამით ყველანი აღფრთოვანებული ვართ. მეც მინდა შევუერთდე ადამიანების მთელ იმ არმიას და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამ შესანიშნავ სამეულს. ბევრ სხვა ადამიანს, რომლებიც ეკრანსა და სცენის მიღმა ყოველდღიურად შრომობენ“, - განაცხადა მამუკა მაჩაიძემ.

 

მისივე თქმით, ეს არ არის შემთხვევითი ციფრები, ეს არის სწორი სტრატეგიის შედეგი.

 

ამასთან, ქართველი დოქტორი მიიჩნევს, რომ შეკავების პირველი ფაზა საქართველომ აბსოლუტურად წარმატებით გაიარა, თუმცა ახლა „ჩვენ შევდივართ მეორე უფრო რთულ ფაზაში, რომელზეც თავი არ უნდა მოვიტყუოთ“.

 

„როდესაც ბატონი ამირანი ან სხვა იტყვის, რომ ჩვენ შევდივართ ამ ფაზაში, ვეღარ ვახერხებთ მართვას და ვირუსი გაგვექცა - ეს არის მოსალოდნელი, შემდეგი ფაზა. მსოფლიოს უმეტესმა ქვეყანამ ეს უკვე გაიარა. ამერიკა უკვე გაცდა ერთი თვის წინ. ჩვენ ახლა ვცდილობთ დავეწიოთ. ამიტომ ვართ სხვა ქვეყნებზე წინ. ჩვენ მოვიგეთ დრო. ყველაზე ძვირფასი იყო დრო. შეკავების პერიოდში ქვეყნის შიგნით გაგვემართა ინფრასტრუქტურა. ეს არის ის, რაც ვერ მოახერხა ბევრმა ქვეყანამ და გვიან დაიწყო. ხდება ის, რაც ახლა ხდდება იტალიაში“, - განაცხადა მამუკა მაჩაიძემ.

 

მისივე თქმით, ამინდის გაუმჯობესება და დათბობა იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომ დათბობასთან ერთად სიტუაცია გაუმჯობესდს, მაგრამ ეს გადამწყვეტი არ იქნება.

 

ამასთან, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმი აცხადებს, რომ პანდემიის ფაზაში მთავარი ფართო მასების ტესტირება. საუბრისას მან ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგალითი მოიყვანა, თუ როგორ ხდება მოქალაქეების ტესტირება და შემდეგ მათი მიმართვა სამედიცინო დაწესებულებებისკენ.

 

„უნდა გვქონდეს საკმარისი ტესტი და პაციენტების დინაბა გადავანაწილოთ სწორად. მოვამზადოთ მოქლაექები მოსალოდნელი შემდგომი ფაზისთვის. ყველას გვიწევს გადაწყობა და ამით, ჩვენ წინ ვართ სხვა ქვეყნებზე. დრო გვქონდა, რომ საამისოდ მოვმზადებულიყავით. გვესწავლა სხვის მაგალითებზე. დაგვეგროვებინა ტესტები, გაგვენათლებინა ხალხი და მედპესონალი“, - განაცხადა მამუკა მაჩაიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი