logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი: ქვეყანაში საკვების მარაგები საკმარისზე მეტია და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს
- +

19 მარტი. 2020. 14:06

 

 

„ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და, რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად, ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა

 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქვეყანაში საკვები პროდუქტების მარაგი საკმარისზე მეტია და ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს.

 

„პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას  მოახსენეს, თუ რა ვითარებაა საკვებ მარაგებთან დაკავშირებით. როგორც აქამდე, ქვეყანაში საკმარისზე მეტია საკვების მარაგები და ამ თვალსაზრისით პრობლემა არ არსებობს. როგორც  მოგეხსენებათ, გუშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, რა თქმა უნდა, ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით,  შეგვექმნა მექანიზმი ფასების შეკავების, ეს მექანიზმი პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულია, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე ბიზნესსექტორთან და ჩვენ ვსაუბრობთ არა 7 პროდუქტზე, არამედ უკვე 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშვნელოვანი და, რაც არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად.  ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

big_banner
არქივი