logo_geo
საირმის საკარანტინო სივრციდან კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს
- +

20 მარტი. 2020. 23:02

 

 

კურორტ საირმეში მოწყობილი საკარანტინო სივრციდან დღეს კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი ადამიანის გადაყვანა კი დღის ბოლომდე იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

 

გიორგიძის ინფორმაციით, საკარანტინო სივრციდან თვითიზოლაციაში დღეს არავინ წასულა და ამ დროისთვის კარანტინში 190 მოქალაქე იმყოფება.

 

 

ავტორი - ირმა ჭოლაძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი