logo_geo
„ფანჯრებს წიხლები დაუშინა და ჩაამსხვრია“ – რას ჰყვება პარიზიდან დაბრუნებული მოქალაქე
- +

21 მარტი. 2020. 00:43

 

 

პარიზიდან ჩამოსული ერთ-ერთი მოქალაქე, ანა ყიფიანი აეროპორტში შემოწმების დეტალებს იხსენებს.

 

 

მისი თქმით, დაბალი ტემპერატურის გამო, გადამოწმების მიზნით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სრული კვლევა ჩაუტარდათ.

 

 

„გზაში ფანჯარასთან ვიჯექი და შემცივდა. მძღოლს ვთხოვე, ფანჯარა აეწია და მითხრა, რომ ვერ შეძლებდა, რადგან სხვა პაციენტებმა, რომლებიც კარანტინში გადაჰყავდათ ფანჯრებს წიხლები დაუშინეს და ჩაამსხვრიეს. ახლა პერსონალი გაოცებულია, ჩვენ რომ მშვიდად ვსხედვართ. ყველანაირი კომფორტია, სად გვინდა, რა გვინდა, გვეკითხებიან ყველაფერს.

 

 

გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარებიან ყველაფერში. ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიქცე მათნაირად და რატომ უნდა ჩაამსხვრიო ფანჯრები. მათთვის კარანტინი წამებასთან ასოცირდება ალბათ და ვერ ვხვდებით, რატომ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებენ პერსონალს“, – განაცხადა ანა ყიფიანმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი