logo_geo
10-დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ, გერმანიიდან ჩამოსულები გარეთ გავიდნენ
- +

21 მარტი. 2020. 02:42

 

 

ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევის გამო ორი ადამიანი აჭარაში, მახინჯაურის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მათ საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

 

 

„ეს ადამიანები არიან გერმანიიდან ჩამოსულები. ორი პიროვნება ერთი ოჯახიდან, რომლებმაც დაარღვიეს თვითიზოლაციის პირობები. ისინი გარეთ შენიშნა საპატრულო პოლიციამ, საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფმა კი გადაიყვანა ბათუმში, საკარანტინო სივრცეში. 10 დღე იმყოფებოდნენ თვითიზოლაციის რეჟიმში, რადგან თავს კარგად გრძნობენ, ჯანმრთელად ჩათვალეს თავი და არ დაემორჩილნენ თვითიზოლაციის წესს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეში“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

 

 

ფოთში ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიების ფარგლებში 49 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

 

ავტორი: თეა შონია

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი