logo_geo
ოთარ ნიკოლაიშვილი: აი, რატომ არ უნდა შეგევეშინდეს ზიარების დროს ვირუსის გადადების!
- +

20 მარტი. 2020. 10:19

 

 

 

„ნებისმიერი სნეულის ზიარების შემდეგ, თუკი ადამიანი დაინახავს, რომ კოვზი ცეცხლის ღუმელში ჩაიდო, სიმხურვალისგან გაწითლდა, გავარვარდა და ამოღების შემდეგ ისევ ოქროს წყალში ამოავლეს, დარწმუნებული ვარ, ამ კოვზით არცერთ ადამიანს სენის გადადების არ შეეშინდება და ურწმუნო ადამიანებიც დამშვიდებულნი იქნებიან მაზიარებელთაგან რაიმე სენის გადადებისა. ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ბარძიმი არის ის ცეცხლოვანი წმიდა და გამწმენდი სიყვარული, რომელსაც ვერავითარი „მარტენის ღუმელი“ და სხვა მსგავსი ცეცხლის ქურები ვერ შეედრება. გადამდნარ კოვზზეც კი შეიძლება რაიმე ეჭვის შეტანა, ვიდრე ბარძიმის სიწმიდესა და სისპეტაკეზე. მე ადრეც შემინიშნავს ზოგიერთი მორწმუნისთვის, თუ როგორ ცდილობდა, პირველი ზიარებულიყო, ან შვილი ეზიარებინა სხვის ზიარებამდე. ყველამ ჩვენს გულში ჩავიხედოთ, ასეთი ფიქრითა და განცდით ბარძიმთან მისვლა და ზიარება ვერ იქნება მაკურნებელი. ჩვენ ხომ ქრისტე მაღლიდან დაგვყურებს და ყოველივეს ხედავს. დილის ლოცვანშიც ხომ იკითხება: „რომელი დაფარულთა კაცთასა მეცნიერ-ხარ, და გულთა და გონებათა მოქმედებანი უწყნი“. წმიდა მამა გაბრიელი ამბობდა: „ყველაფერს ჯვარი გადასახეთ, ანგელოზის მოწოდებულსაც კი, მხოლოდ ბარძიმს და საკურთხევლის ტრაპეზსს ვერ ეკარება ბოროტი, რადგან უხილავი ზეციური ცეცხლი იცავსო“. აღნიშნულიდან გამომდინარე, როცა ჩვენ გვესმის, საზიარებელი კოვზის თუნდაც სპირტიანი ტილოთი გაწმენდის შესახებ, ჩემნაირი უბრალო რიგითი მორწმუნის თვალში, ესეც, უმთავრესი სიწმინდის მიმართ დაეჭვების გამოხატულებად მიიჩნევა. ისმის კითხვა, მსგავსი მიდგომებით, თუ ყველაზე უმთავრესში ბარძიმთან და ზიარებასთან დაკავშირებით რწმენა შეგვერყევა, ეკლესიაში სიარულს (რომც არ აგვიკრძალონ) რაღა აზრი აქვს?! გასაგებია, ეს ბოროტს ასე სურს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, მტერი და მოყვარე, ყველა უნდა გავერთიანდეთ და თავდადებამ უნდა გადაგვარჩინოს. საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილია. ჩვენს პატრიარქს, წმინდა სინოდის წევრებს და სხვა სასულიერო პირებსაც არაერთგზის უქადაგია, რომ დიდ წყალობასთან ერთად, ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა. 20 მარტს დაგეგმილია წმინდა სინოდის კრება. ყველამ ვილოცოთ, რომ შეგვეწიოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, შეგვეწიოს უფალი იესო ქრისტე, რომ წმინდა სინოდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჩვენი რწმენა კიდევ მეტად ამაღლდეს, განმტკიცდეს და მსოფლიოსთვის სამაგალითონი ვყოფილიყოთ.

 

  1. S. ამჟამად, აქ ალბათ შესაფერისი არ არის, მაგრამ მკითხველს ვთხოვ, ადამიანურად გამიგოს. თურმე ამ ფოტოზე ვიღაცეებს თავისებური აზრები აწუხებს. ვსარგებლობ შემთხვევით და მათ გასაგონად ავხსნი. როცა თავდაპირველად, მარტო გამოვცემდი რამდენიმე წელი სხვადასხვა მასალებს მამა გაბრიელზე. ბუნებრივია ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები მთხოვდნენ მასთან ერთად გადაღებულ სურათს. ამ სურათზე კიდევ რამდენიმე სასულიერო და საერო პირია გადაღებული, მაგრამ მათთვის მთავარი იყო ჩემი და მამა გაბრიელის სურათი და თავიანთი კუთვნილი ნებით, ასე ბეჭდავდნენ. შემდეგ მეც ბევრჯერ ვდებ ამ სურათს, როცა მინდა, რაიმე ტექსტს მეტი ყურადღება მიექცეს. ნურავის ნუ ელანდება აკვიატებული სულიერი ,,მემკვიდრეობა” და რაღაც მსგავსი ზღაპრები. ყოველთვის იმას ვთხოვ ყველას და მკითხველსაც, რომ მოიხსენიონ ცოდვილი ოთარი. შენდობას ვითხოვ ზედმეტი შეწუხებისთვის“, – წერს წმიდანად შერაცხული ბერი გაბრიელის სულიერი შვილი, ოთარ ნიკოლაიშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი