logo_geo
კახა კალაძე ჟურნალისტებს: იყავით პირველები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასიკეთო ამბების გაშუქებაში
- +

21 მარტი. 2020. 16:51

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

 

„ქართველ ჟურნალისტებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!

 

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი როლი საზოგადოების სწორად ინფორმირებაში.

 

მინდა, პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ!

 

იყავით პირველები ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის სასიკეთო ამბების გაშუქებაში!

 

თქვენ სჭირდებით საქართველოს!“ – აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.

 

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. თარიღი 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველი ქართული გაზეთის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით დააწესეს.

 

 

big_banner
არქივი