logo_geo
გიორგი გახარია: დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს
- +

21 მარტი. 2020. 17:17

 

 

„მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებს და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მარკეტებში 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრების შემთხვევაში ზომების მიღებასთან დაკავშირებით.

 

„ჩვეულებრივად, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში - ადამიანები რიგებში დგანან უსაფრთხო დისტანციის - 1-2 მეტრამდე დაცვის პირობებში და ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზების  და რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი