logo_geo
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ზიარებასთან არ არის დაკავშირებული - მეუფე გერასიმე
- +

21 მარტი. 2020. 19:13

 

 

 

 

 

“მივიღებთ გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობის პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე ტვ პირველის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა სასულიერო პირებისთვის.

 

 

ამასთან, ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში მეუფე გერასიმე ამბობს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობსი გადაწყვეტილების მიღება ზიარების წესთან არანაირად არ არის დაკავშირებული.

 

 

„ჩვენთვისაც, სასულიერო პირებისთვის და მღვდელმთავრებისთვის მოულოდნელი იყო, შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ. დღეს ყველა ტაძრებში არის ლოცვა და ალბათ, ძალიან გამიჭირდება მრევლის ინფორმირება, რომ ახალი რეგულაციები შემოვიდა. ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს ეკლესიამ.

 

 

ერთია სახელმწიფოს დამოკიდებულება და მიდგომა, მეორეა ეკლესია. არავინ ელოდება ასეთ სწრაფ რეაგირებას და სინოდის შეკრებას არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი