logo_geo
ილია მეორე: ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა
- +

21 მარტი. 2020. 19:18

 

 

“ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა,”-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ სინოდის სხდომაზე განაცხადა.

 

 

„წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა; და დასძინა: ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება“, – აღნიშნულია ოქმში.

 

 

big_banner
არქივი