logo_geo
კორონავირუსის პანდემიით მოცული 166 ქვეყნის დროშა ქრისტეს მონუმენტზე
- +

21 მარტი. 2020. 20:53

 

 

ბრაზილიაში მდებარე იესო ქრისტეს მონუმენტზე ყველა იმ ქვეყნის სახელმწიფო დროშა გამოსახეს, სადაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს. რიო დე ჟანეიროს ეპისკოპოსმა, კარდინალმა ორანი ჟოაო ტემპესტამ რელიგიური რიტუალი აღავლინა და დაავადებული ადამიანების განკურნებისთვის ილოცა. ქვეყანაში მოქმედი კარანტინის გამო, ცერემონია ხალხის გარეშე ჩატარდა და მას მხოლოდ მედიის რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

 

მხსნელი ქრისტეს უზარმაზარი ქანდაკება ქალაქ რიო დე ჟანეიროში, კორკოვადუს მთის მწვერვალზეა განლაგებული. მისი სიმაღლე კვარცხლბეკთან ერთად 38 მეტრია, წონა კი 635 ტონას შეადგენს. ძეგლის ასაგებად სამუშაოები 1922-1931 წლებში მიმდინარეობდა. ბრაზილიის სიმბოლოდ აღიარებულ მონუმენტს ყოველწლიურად 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი