logo_geo
გოჩა ენუქიძე კორონა ვირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდს 100 000 ლარს გადაურიცხავს
- +

23 მარტი. 2020. 20:47

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ეფექტურს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მთავრობის რეკომენდაციები:

 

„მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დროული და ეფექტური ნაბიჯებისა, მიმაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ყველას გვავალდებულებს, გავიზიაროთ სოციალური პასუხისმგებლობა. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და ერთიანობა. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწვეტილება, კორონა ვირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 100,000 ლარი.

 

ყველას მოგიწოდებთ, გაინაწილოთ პასუხისმგებლობა და  დარჩეთსახლში“ - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

big_banner
არქივი