logo_geo
ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს
- +

23 მარტი. 2020. 23:23

 

 

ერთი დღით ადრე ის ბერლინში ჟურნალისტებს შეხვდა. მან ისაუბრა იმ ზომების გამკაცრებაზე, რომლებიც ადრე იყო მიღებული და გერმანიაში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა.

 

 გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს, იუწყება РИА Новости გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით.

 

მერკელს აცნობეს, რომ ექიმს, რომელმაც მას პარასკევს აცრა გაუკეთა, კორონავირუსი აღმოაჩნდა.

 

„ამასთან დაკავშირებით კანცლერმა მიიღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადავიდეს საშინაო კარანტინზე. ის რეგულარულად ჩაიტარებს კვლევას კორონა ვირუსზე“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.

მერკელი თავის სამსახურებრივ მოვალეობებს კარანტინის პირობებში შეასრულებს.

 

ერთი დღით ადრე ის ბერლინში ჟურნალისტებს შეხვდა. მან ისაუბრა იმ ზომების გამკაცრებაზე, რომლებიც ადრე იყო მიღებული და გერმანიაში მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი