logo_geo
„შეიკარით თმა, არ გამოიყენოთ სამკაულები, მაკიაჟი ან კრემი“ – სახლში შესვლისა და გამოსვლის პროტოკოლი
- +

27 მარტი. 2020. 23:18

 

 

„საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია“ სახლიდან გამოსვლისა და სახლში შესვლის პროტოკოლებს აქვეყნებს, რომელიც კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში უნდა დავიცვათ.

 

სახლიდან გასვლის პროტოკოლი:

 

  1. ჩაიცვით გრძელმკლავიანი;

 

  1. შეიკარით თმა, არ გამოიყენოთ სამკაულები, მაკიაჟი ან კრემი;

 

  1. თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე, სანამ დატოვებთ სახლს;

 

4.შეეცადეთ, არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი;

 

  1. თუ სახლიდან გახვალთ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ, არ მისცეთ ნება, შეეხოს ზედაპირებს;

 

  1. როცა ეხებით ნებისმიერ ზედაპირს, თითებზე შემოიხვიეთ ერთჯერადი ხელსახოცი;

 

  1. დაკუჭეთ ხელსახოცი და გადააგდეთ;

 

  1. ნუ დაახველებთ და დააცემინებთ ჰაერში ან ხელისგულზე. აიფარეთ იდაყვი;

 

  1. შეეცადეთ, არ გამოიყენოთ ნაღდი ფული. თუ გამოიყენებთ, დაიმუშავეთ ხელი სადეზინფექციო სითხით;

 

  1. დაიბანეთ ხელი ნებისმიერი საგნის შეხების შემდეგ ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე;

 

  1. არ შეეხოთ სახეს, სანამ ხელს არ დაიბანთ;

 

  1. დაიცავი დისტანცია.

 

სახლში შესვლის პროტოკოლი:

 

 

 

  1. სახლში დაბრუნებისას შეეცადეთ, არაფერს შეეხოთ;

 

  1. გაიხადეთ ფეხსაცმელი;

 

  1. თუ შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობდით, გაუწმინდეთ თათები სადეზინფექციო ხსნარით;

 

  1. გაიხადეთ საგარეო ტანსაცმელი და გარეცხეთ;

 

  1. შემოსასვლელში ყუთში ჩაალაგეთ: ჩანთა, საფულე, გასაღები და ა.შ;

 

  1. მიიღეთ შხაპი ან თუ არ არის შესაძლებელი კარგად დაიბანეთ სხეულის ყველა ხილული ნაწილი: სახე, ხელები, მაჯა, კისერი და ა.შ;

 

  1. გაწმინდეთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი სითხით;

 

  1. გარეთ ნაყიდი ნივთების შენახვამდე გაასუფთავეთ სპეციალური ხსნარით (არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების გამოყენება);

 

  1. ფრთხილად მოიხსენით ხელთათმანები, გადაყარეთ და დაიბანეთ ხელი;

 

  1. დაიმახსოვრეთ, შეუძლებელია სრული დეზინფექცია (სახლის პირობებში). მიზანი არის რისკის შემცირება.

 

თამუნა შეყილაძე

წყარო : wyaro
big_banner
არქივი