საქართველოს მთავრობამ, ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური ვებგვერდი StopCov.ge შექმნა. აღნიშნულ საიტზე ინტერნეტმომხმარებელს განახლებადი ინფორმაცია მიეწოდება ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა შესახებ.
საიტის ერთ-ერთი კომპონენტი კორონა ვირუსთან დაკავშირებით მოქალაქეთა მხრიდან ხშირად დასმულ შეკითხვებზე გაცემული შესაბამისი პასუხებია.